Forum | Chat | Blogs | Clubs | Love cards | Games | Photo albums | Beauty contest Memberlist Radio
Add to favorites Make startpage   
My profile
Communication
Fun
Useful
Information
Services
Language
Advertisement
    Mobile version of the portal new
To the page: Previous    1, 2, 3   Next
Monday, 11 August 2008 Year
06:18   რუსული ბომბდამშენი ტრ  Add post to quote pad  
საქართველოს ცაზე რამდენიმე ათეული რუსული ბომბდამშენი ტრიალებს............ 2008 წლის 11 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოს ცაზე 50-ზე მეტი რუსული ბომბდამშენი ტრიალებს.
დღეს დილით განხორციელდა ქალაქ თბილისის დაბომბვა. ჭურვები ჩამოვარდა კოჯორსა და მახათას მთაზე. ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ თბილისში მაღალი დონის მოლაპარაკებების საწარმოებლად იმყოფებიან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი.
რუსეთის ფედერაცია ამგვარი ქმედებებით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ მაღალი დონის უცხოელი სტუმრების სიცოცხლესაც.
უკვე მეორე დღეა, საქართველოს მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იერიშების მიტანას.
საერთაშორისო საზოგადოებამ უკიდურეს ზომებს უნდა მიმართოს, რათა რუსეთი შეჩერებულ იქნას.
 

Add comment Comment: 0
06:16   Private post  Add post to quote pad  


Private post, is not for public view

Add comment Comment: 0
06:15   ცხინვალი  Add post to quote pad  
მთლიანად აღგვილია პირისაგან მიწისა.............უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას ინფორმაციით, რუსეთის ავიადარტყმების შედეგად ქალაქი ცხინვალი მთლიანად აღგვილია პირისაგან მიწისა.
როგორც ლომაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ცხინვალის რეგიონში გუშინ ქართულმა ძალებმა მოიგერიეს რუსეთის არმიის შემოტევები და, პრაქტიკულად, მთელი ცხინვალი რუსული ჯარებისგან გათავისუფლებული იყო. - ”რუსმა აგრესორებმა მძიმე დანაკარგი განიცადეს. მხოლოდ გუშინდელი ბრძოლების შედეგად დაკარგეს 40 ერთეული მძიმე ტექნიკა და ტანკები, ასევე, სერიოზულია დანაკარგი ცოცხალ ძალაშიც”.
კონფლიქტის ზონაში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. რუსეთის აგრესიის მასშტაბები გაიზარდა. მთელი ღამის განმავლობაში როკის გვირაბის გავლით შემოჰქონდათ რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა და რაკეტები.

- ”მათ მოახდინეს, ასევე, ცოცხალი ძალის მობილიზება ჯავაში და მთელი ღამის განმავლობაში მიჰქონდათ საჰაერო იერიშები საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე", - აღნიშნა ლომაიამ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ქართულმა სამხედრო ძალებმა მოახდინეს ტაქტიკური გადაჯგუფება და ახალი საბრძოლო პოზიცია დაიკავეს. ამის შემდეგაც გრძელდებოდა დაბომბვები, თუმცა ამ მომენტისთვის კონფლიქტის რეგიონში სიმშვიდეა და ქართული ძალები ინარჩუნებენ იმ პოზიციებს, რომლებიც გადაადგილების შედეგად დაიკავეს.
 

Add comment Comment: 0
06:10   გორიდან .................  Add post to quote pad  
გორიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს................მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ქალაქ გორიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, თუმცა ხელისუფლების ორგანოები გორიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ხელს თავად უწყობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებული ინფორმაციით, კონფლიქტის ზონისა და შიდა ქართლის რეგიონში რუსეთის ავიაციის გახშირებული დაბომბვების შედეგების თავიდან ასაცილებლად, გორის მოსახლეობა ქალაქს სხვადასხვა საშუალებებით ტოვებს.
ამ დროისთვის ქალაქიდან გაყვანილია ბავშვებისა და ქალების უმრავლესობა.
 

Add comment Comment: 1  (20 Feb 2011 04:10)
06:08   სამწუხაროდ  Add post to quote pad  
უახლოესი საათების განმავლობაში რუსული სამხედრო ნაწილები გეგმავენ შეტევას ზუგდიდის მიმართულებით.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა. ", სახეზეა საქართველოს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოკუპაციის და 1921 წლის გამეორების მცდელობა. ჩვენ, ხელისუფლება, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ამას არ დავუშვებთ. ყველა ერთად გავერთიანდეთ ყველგან, სადაც შემოვა მტრის ჯარი, ყველა არსებული საშუალებებით გავუწიოთ წინააღმდეგობა", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნაში ვითარება სტაბილურია და კონტროლდება, ქვეყნის თავდაცვას საქართველოს პრეზიდენტი პირადად ხელმძღვანელობს.
ბაქრაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას გაერთიანებისკენ და სიმტკიცისკენ მოუწოდა.
 

Add comment Comment: 1  (15 Dec 2011 09:11)
06:05   იერიში თბილისზე მიიტა  Add post to quote pad  
რუსულმა ბომბდამშენებმა 11 აგვისტოს, 04.30 საათზე იერიში თბილისზე მიიტანეს. პირველი ჭურვი დედაქალაქის ცენტრთან ახლოს, მახათას მთაზე ჩამოვარდა.
მახათას მთაზე ცენტრალური სარადარო მართვის პუნქტია განთავსებული, თუმცა მისი დაზიანების შესახებ ინფორმაციას შსს ამ დრომდე არ აკონკრეტებს. აღნიშნულ ობიექტზე ჭურვების ჩამოგდების შემდეგ რამდენიმე წუთში რუსულმა ბომბდამშენებმა ჭურვები სოფელ პატარა ლილოში დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოყარეს. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
დაბომბვის ფაქტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ოფიციალურად ადასტურებს.
 

Add comment Comment: 0
06:04   სულ სხვა რაღაცა ყოფილა  Add post to quote pad  
ის, რასაც ახლა წაიკითხავთ, ერთ-ერთ ინტერნეტ-ფორუმზე ამოვიკითხეთ. ომი ომია, არის ნგრევა და მსხვერპლი, მაგრამ ხსჰირად არის უაზრო ნგრევა და უაზრო მსხვერპლი.
არავინ დავობს, რომ ქართველებმა დიდებულად იომეს. მაგრამ, აქ საუბარია რეზერვისტებზე, ჯერ კიდევ ბავშვებზე. შესაძლოა, არც მთლად ბავშვებზე - გულიანებზე, ანთებულებზე… მაგრამ, ნამდვილად გამოუცდელებზე. ომს ხასიათი იგებს. იმ ახალგაზრდას, რომლის სიტყვებსაც ახლა წაიკითხავთ, ხასიათი და სამშობლოს სიყვარული ნამდვილად არ აკლია, მაგრამ აკლდა მომზადება და, რაც მთავარია, აკლდა მაგალითი. თუმცა, სჯობს თავად წაიკითხოთ. ჩვენ მას ბოდიშს ვუხდით, რადგან ნებართვა არ აგვიღია, ისე ვბეჭდავთ. იმედია, არ გაგვინაწყენდება

”აქ პირობებზე არ არის საუბარი... ომში რომ შემწვარ-მოხრაკულებს არ მოგართმევენ და რბილად ვერ დაიძინებ, ყველამ იცის და მაგაზე არც არავის ქონია პრეტენზია...მაგრამ გორში ჩემი ძმაკაცები იყვნენ...

რამდენიმე ასეული კაცი იყო ერთად ორი დღის მანძილზე და ერთი ოფიცერი არ ყავდათ, რომ რამე მიეთითებინათ...

2 დღე გაურკვევლობაში იყვნენ...

როცა ხალხს იწვევ ვიღაცას ხო უნდა ჩააბარო მაგათი თავი... პროფესიონალები ხო არ არიან რომ თვითნებურად მიიღონ გადაწყვეტილებები... ბიჭები დაბომბეს, რამდენიმე დაიღუპა კიდეც.... ზოგმა პანიკა ატეხა სუ-24-ებს ავტომატიდან გაუხსნა ცეცხლი და კიდევ რამდენიმე რეზერვისტი დაიჭრა...

იმიტომ რომ პატრონი არ ყავდათ არავინ...

ჩვენ ოსურ სოფელში წაგვიყვანეს 150 კაცი და პოზიციები გავამაგრეთ...

გუშინ ოსებმა რომ შემოგვიტიეს, ჩვენი ერთადერთი რეგულარულის ოფიცერი პანიკებში ჩავარდა და უკანდახევის ბრძანება გასცა მაშინ როცა მაგარი პოზიციები გვქონდა და ჩვენ 150 ვიყავით და ოსები მაქსიმუმ 50-60...

რეზერვისტებს რო ბრძოლა გვინდოდა (100% ჩვენ გავიმარჯვებდით მაგ სიტუაციაში) და დაპანიკებულმა არმიის კაპიტანმა რო ბოზი კურდღლებივით გამოგვაქცია უკან, ეს საქციელი რა არის - ვერ ვხვდები...

მერე ავტობუსებით გორისკენ წავედით და ბომბები ჩამოყარეს... ავტობუსებიდან გადმოვცვივდით ჩვენ და დავიმალეთ ტყეში... ჩვენი კაპიტანი კი ჩახტა პიკაპში, დაგვიბარა, აქ იყავითო და 2 საათით წავიდა...

მერე მოვიდა... რო ვეკითხებოდით, რა უნდა ვქნათო - არ ვიციო...

მერე სარდლობასთან დარეკა და ჩემი ყურით გავიგონე, რომ ჰკითხა, ამ ხალხს რა ვუყოო და იქიდან რომ უპასუხეს, მაგათთვის გვცხელა ეხლა, სადაც გინდათ იქ წაიყვანეთო...

მერე გორში წაგვიყვანეს და უცებ ეს კაპიტანი ბრძანებას იღებს უკან სოფელში დაბრუნდით და ოსებისგან გაწმინდეთ ცოტანი არიანო...

ანუ, გამაგრებული პოზიციებიდან გამოგვაქციეს და ვიღაცა დაყ….მა უკან სოფელში ასვლა ბრძანა, როცა 100% იქ უკვე ჩვენივე გათხრილ სანგრებში იქნებოდნენ ჩასაფრებულები და ბუზებივით დაგვხოცავდნენ...

მოკლედ, 3 საათი ვიყავით გორში და მაგ ხნის მანძილზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს...

ამ დროს 30 დავრჩით, დანარჩენები თბილისში წავიდნენ...

როგორც იქნა დარეკა შტაბიდან, ელაპარაკნენ და გვითხრეს, იარაღი და ტყვია წამალი დატოვეთ და თავისუფლები ხართო...

დავტოვეთ და ღამით ფეხით წამოვედით 30 კაცი გორიდან... კიდე კაი გზაში ავტობუსმა გაგიჩერა და ჩამოგვიყვანა...

კიდევ მანამდე რამოდენიმე ინციდენტი მოხდა რეზერვისტებს და ოფიცრებს შორის რის თქმასაც ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ...

მოკლედ, რისი თქმა მინდა... გამოუცდელი კაცი რო წახვალ ომში, მაგალითი გამოცდილმა უნდა მოგცეს...

დიდი სტრესია ძაან... სულ სხვა რაღაცა ყოფილა ომი... თავიდან მეგონა რომ მარტო ის იქნებოდა საფიქრალი, არ მოვმკვდარიყავი და სხვა როგორ მომეკლა...

მაგრამ, იქ არავინ ფიქრობდა საკუთარ თავზე...

ყველა ოჯახებზე ფიქრობდა... და ფსიქოლოგიურად მაგრად გვძაბავდა ის რომ ყველას ოჯახი გვედგა უკან და ამ დროს ბატებივით ვიყავით და არ ვიცოდით, რა გავეკეთებინა...

როცა სამშობლოსთვის კვდები, დიდ რამეს ნიშნავს... მაგრამ, როცა ხედავ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება არაფრისთვის მოკვდე, მოკვდე ისე რომ ამ შენი სიკვდილით შენ ქვეყანას არაფერი შეემატოს მაგრად ტეხავს...

ფრონტის წინა ხაზს რაც შეეხება, მე მანდ არ ვყოფილვარ, მაგრამ 200 რეზერვისტი რომ ცხინვალში ყავდათ, 100% ვიცი... ბოლოს, ვეღარ გაუძლეს ბიჭებმა და გამოიქცნენ თავისით...

შეიძლება, წესით, არ შეიძლება ასე , მაგრამ ამ მომენტში ვერ გავამტყუნებ მაგ ხალხს”.
 

Add comment Comment: 0
06:02   რუსულმა ბომდამშენებმ  Add post to quote pad  
რამდენიმე წუთის წინ რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა სენაკზე. ორი ჭურვი ბომბდამშენებმა სამხედრო ბაზაზე ჩამოაგდეს, ორი კი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტთან ახლოს.
მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ დასტურდება, თუმცა არიან დაჭრილები.
რუსულმა ბომბდამშენებმა დაბომბეს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის პატრიოტთა ბანაკიც.
პატრიოტთა ბანაკი უკვე ევაკუირებული იყო, თუმცა დაბომბვის დროს იქ ტექნიკური პერსონალი იმყოფებოდა.
 

Add comment Comment: 0
06:01   რუსეთი კავკასიის რუკი  Add post to quote pad  
ოფიციალური თბილისის განცხადებით, ქართულმა სამთავრობო ჯარებმა დატოვეს ცხინვალი და ამჟამად იქ რუსული საჯარისო ნაწილები არიან განლაგებულნი, რომლებიც მიწასთან გასწორებულ ცხინვალს აკონტროლებენ. როგორც ქართულ სამხედრო უწყებაში BBC -ს განუცხადეს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის მიზნით მოხდა. თუმცა, რუსი სამხედროები საპირისპიროს აცხადებენ - ქართული სამთავრობო ჯარები კვლავ ცხინვალის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ამავდროულად, რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსული სამხედრო გემები საქართველოს პორტების ბლოკადაში მოსაქცევად ემზადებიან. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი 10’000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზებას ახდენს, რათა ისინი დაუყოვნებლივ იქნან გადასროლილნი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.
აფხაზური პრობლემა
გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ედმონ მულეტმა განაცხადებით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ აფხაზი სეპარატისტები მზად არიან დარტყმა მიაყენონ საქართველოს სამთავრობო ჯარებს ზემო აფხაზეთში: ”ამ მომენტისათვის ჩვენ განსაკუთრებით შეწუხებულები ვართ იმით, რომ კონფლიქტი გასცდა სამხრეთ ოსეთს და დაპირისპირებამ, შესაძლოა, აფხაზეთში გადაინაცვლოს”.
როგორც BBC-ს კორესპონდენტი ბრიტჯეტ კენდალი გვატყობინებს ამ დროისათვის, აშშ, ევროსაბჭო და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია იმედოვნებენ, რომ ცეცხლი დროებით მაინც შეწყდება. როგორ წესი, ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლები უნდობლობას უცხადებენ კრემლს, როდესაც საუბარი საქართველოს შეეხება.
რუსეთი ეცდება გამოიყენოს ეს კრიზისი და თავისი სამხედრო ძალის დემონსტრირება მოახდინოს რეგიონში. აქედან გამომდინარე, ეს გახლავთ ძირითადი საფრთხე, რომელიც ტერიტორიების ახალი გადანაწილებით ემუქრება რეგიონს.
 

Add comment Comment: 0

Wednesday, 06 August 2008 Year
10:15   Private post  Add post to quote pad  


Private post, is not for public view

Add comment Comment: 0

Menu
My blog
My comments
Favorites
Quote pad

The most ... blogs
The most ... post

Blogs list
Random blog
Random post

Blog author:
  teo-teo952


 Profile
 Private Message
 Guest book
 Clubs

Sections
FISO 1
...HAUNTED FOR... 0
.HAUNTED FORES... 0
.HAUNTED FORES... 0
.HAUNTED FORES... 0

Polls

No new polls
 
Show all polls

«   February 2012   »
MonTueWedThuFriSatSun
0102030405
06070809101112
13141516171819
20212223242526
272829

 Regular readers: 
add yourself
add yourself

 Statistics: 
Today
  visitors 8
  views 8
Yesterday
  visitors 4
  views 4
This week
  visitors 8
  views 8
This month
  visitors 164
  views 163
This year
  visitors 628
  views 633

  Readers 0
  Posts 30
  Comments 6
View details

RSS

RSS Feed: FISO (...HAUNTED FOREST...)
 

Advertisement
To the page: Previous    1, 2, 3   Next